რეზონანსი
21.07.2021

5 ივლისს "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდამსხმელი დაკავებულია. რკინის ხელკეტიანი 66 წლის მამაკაცი პოლიციამ დღეს აიყვანა. "კურიერმა" დაკავებულის ვინაობაც გაარკვია. მედიაზე თავდასხმისთვის დაკავებული უშანგი დათუნაშვილია, არ არის გამორიცხული, ის ძალადობის სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს.

ჟურნალისტების გამოკითხვა გრძელდება, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი. ძალოვანი უწყების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს ისევე, როგორც ეს სხვა დაკავებულების შემთხვევაში იყო.

5 ივლისის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, უკვე 27 პირია დაკავებული. 23 მათგანს ბრალად მედიაზე ძალადობა ედება. ბოლო მონაცემებით, 53 დაშავებული ჟურნალისტიდან და ოპერატორიდან დაზარალებულის სტატუსი 47-ს მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×