რეზონანსი
30.07.2021

30 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს.

სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ.  ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას უზრუნველყოფს. 

ბანკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული პროცედურით, გირაოს გარეშე, სულ რაღაც 1 დღეში მიიღონ აღნიშნული საბანკო გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ  პირობები ვრცელდება 1,000,000 ლარამდე კონტრაქტებზე. სატენდერო გარანტიის შემთხვევაში კი მომსახურების მიღება დისტანციურად არის  შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, ამიერიდან შეძლებენ საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტია გირაოს გარეშე კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღონ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×