რეზონანსი
24.09.2021

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. გუშინ საქართველოში 25 692 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:  გუშინდელი - 6.60%, ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია 12 778.

გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×