რეზონანსი
26.09.2021

„გახარია უკვე სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სრულიად არ შედის მის ინტერესებში", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.

ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის ამ განცხადებას სრულიად არასერიოზულს უწოდებს.

„ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან „ოცნებობდა" იმაზე, რომ, როგორმე, გახარიას იმედები გაემართლებინა. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად, ისეთ გარემოში, რომელშიც, ერთადერთი, რაც ევალებოდა, იყო ქვეყნის საქმის კეთება. ასეთ დროს, როცა ერთი თვეც არ იყო გასული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, მან უღალატა ქვეყანასა და გუნდს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×