რეზონანსი
26.09.2021

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მან ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. ამის შესახებ პრემიერმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდა, გაუცნობიერებელი ემოცია იყო.

„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, - იხსენებს ღარიბაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×