რეზონანსი
23.10.2021

ბათუმში, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე". აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები - "ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის" , „თავისუფლება მიშას".

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს.

მისი თქმით, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უკვე ჰყავს მრავალპარტიული უმრავლესობა და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×