რეზონანსი
22.01.2022

ცხადია, ოპოზიციისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ამჯერადაც არ ექნებათ არგუმენტები, თუმცა მაინც შეეცდებიან, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს კვალიფიკაციას და ასევე მაღალი მორალური რეპუტაციის მქონე იყოს, როგორც ეს კანონმდებლობაში კრიტერიუმების სახითაა მოცემული.

„ცხადია, ოპოზიციისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ამჯერადაც არ ექნებათ არგუმენტები, თუმცა მაინც შეეცდებიან ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ გადაწყვეტილებას კანონის ფარგლებში მივიღებთ, იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რასაც კანონი ითვალისწინებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×