რეზონანსი
26.01.2022

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეტროში შშმ მოზარდზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×