რეზონანსი
27.01.2022

რუსეთმა ნატოდან და ევროკავშირიდან ყველა ფორმით, ყველა ფორმატით და ყველა დონეზე მიიღო გზავნილი. ვერ წარმომიდგენია, ამაზე მეტი რა სურთ, რა ენაზე და როგორ ახსნა იმის, რომ დათმობა არ იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას" განუცხადა.

„ძალიან გულუბრყვილობაა დაიჯერო, რომ ნატო დაკეტავს კარს ან ევროკავშირი გადახედავს გადაწყვეტილებებს. ევროკავშირის, აშშ ს და ნატოს გზავნილები იყო ისეთი მკაფიო, როგორც არასდროს. ახლა რუსეთზეა შეაფასონ და აირჩიონ გზა. ნატოს კარი იქნება ღია და ყველა სუვერენული ქვეყანა თავად გადაწყვეტს რა სურს. 1991 წელს არავის სჯეროდა, რომ ესტონეთი გახდებოდა ნატოს წევრი. პერსპექტივა ნათელი უნდა იყოს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. მე არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯრისთვის მზად უნდა იყოს ორივე ასპირანტი", - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×