რეზონანსი
17.05.2022

უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად, უკრაინის ქალაქ ნოვოაზოვსკში ჩავიდნენ. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს. მანამდე, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალის" დამცველები ალყის დასრულებაზე მიანიშნებენ... ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცები გამოჰყავთ".

მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ქვეშ მოქცეულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა განაცხადეს, რომ გარნიზონი ასრულებს ბრძანებებს ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, რაც აშკარა ნიშანია იმისა, რომ იქ ხანგრძლივი ალყა დასასრულს უახლოვდებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკვე "როიტერი" იუწყება. 

ქვედანაყოფის ერთ-ერთმა უფროსმა მეთაურმა, დენის პროკოპენკომ თქვა:

„მთავარია გააცნობიეროთ ყველა რისკი, არის თუ არა გეგმა B, ხართ თუ არა სრულად ერთგული იმ გეგმის მიმართ, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ დაკისრებული ამოცანები და შევინარჩუნოთ პერსონალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა?"

პროკოპენკომ არ განმარტა, რა ქმედებებს ახორციელებდნენ დამცველები. 

 "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის დაჭრილებიც, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვსტალის ქარხანა დატოვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს. უკრაინული მხარის ცნობით, მათი სახლებში დასაბრუნებლად, გაცვლის პროცედურა ჩატარდება.

მალიარის ცნობით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად. უკრაინას არ აქვს „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება. როგორც მან აღნიშნა, მთელი უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×