რეზონანსი
17.05.2022

უკრაინის საჰარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ომი დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების სასამართლო გაიმართება.

ამის შესახებ კულებამ ჰააგაში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ვოლკე ჰუქსტროუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვუთხარი ჩემს მეგობარსა და კოლეგას, რომ ჩემთვის ომის დასრულება იქნება ის, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გავა უკრაინიდან, როდესაც რუსეთი გადაიხდის უკანასკნელ ცენტს, ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც უკრაინას მიაყენა და როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი, რომელსაც შეგვიძლია მივწვდეთ, წარსდგება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე ომის განმავლობაში“,- განაცხადა კულებამ.

ამავდროულად, მან მნიშვნელოვანი უწოდა ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმიანობაში, განიხილოს რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, ისევე როგორც ამ ქმედებების გამოძიებისა და მტკიცებულებების შეგროვების მხარდაჭერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×