რეზონანსი
21.05.2022

რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთი ცდილობს სირიაში გამოყენებული „დაზვერვითი დარტყმის" კონცეფციის განხორციელებას - დრონებს საბრძოლო თვითმფრინავების ან არტილერიის დარტყმის სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს.

"რუსეთი, სავარაუდოდ, განიცდის შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს ამ ამოცანის შესრულებისთვის, რაც გააუარესა სანქციების შედეგად გამოწვეულმა შიდა წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვამ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პილოტირებული რუსული თვითმფრინავები ძირითადად თავს არიდებენ მისიებს უკრაინის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.

„თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, რუსული ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×