რეზონანსი
08.05.2024

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. როგორც ირკვევა, ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:

"ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა" ამბობს დაკარგულის მამა.

ტრაგედია შიდა ქართლში გუშინ დატრიალდა. ადიდებულმა მდინარე კავთურამ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულია ერთი ახალგაზრდა, ერთმა კი ამოსვლა მოასწრო. ეძებენ მესამე ადამიანს. დაღუპული და დაკარგული ბიძაშვილები არიან. 

სოფელში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×