რეზონანსი
26.05.2022

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

შოლცის თქმით, პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის" ძალა და ერთიანობა.

„ჩვენი მიზანი აბსოლუტურად ნათელია - არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ომი მოიგოს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ომს ვერ მოიგებს. მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ პუტინს, რომ დიქტატის პირობებში მშვიდობა არ იქნება - ამას არც უკრაინა მიიღებს და არც ჩვენ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×