რეზონანსი
28.05.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან.

„დეფიციტის, ფასების ზრდისა და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს ჩვენი პორტებიდან 22 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი. მოითხოვეთ რუსეთისგან ბლოკადის შეწყვეტა", - წერს კულება „ტვიტერზე".

მიმდინარე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინული კულტურების ექსპორტისთვის მოსკოვი მზად არის, უზრუნველყოს უსაფრთხო დერეფანი შავი ზღვის გავლით, დაწესებული სანქციების მოხსნისა და შავი ზღვის უკრაინის აკვატორიის განაღმვის სანაცვლოდ, რომელიც რუსებმა დანაღმეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×