რეზონანსი
26.06.2022

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, კოვიდვაქცინაციამ 19,8 მილიონი ადამიანი გადაარჩინა, - აღნიშნულია მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც Lancet Infectious Diseases-მა გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ვაქცინებმა ყველაზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინეს მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც, მკვლევარების შეფასებით, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ 12,1 მილიონი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან.

კვლევაში წერია, რომ ვაქცინაციამ „მნიშვნელოვანი გლობალური გავლენა იქონია პანდემიაზე".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×