რეზონანსი
26.06.2022

„თბილისის ენერჯის" ინფორმაციით, თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

„მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114 დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხსნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. Რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა.

Მადლობა კორპუსის მაცხოვრებლებს ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114-ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა.

Სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, Რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას", - ნათქვამია „თბილისი ენერჯის" განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×