რეზონანსი
30.06.2022

რუსთავთან ახლოს, სოფელ ფოლადაანკარში ბავშვი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით, სოფელში არსებულ ხელოვნურ ტბაში 12 წლის ბავშვი თანატოლებთან ერთად ბანაობდა. მოულოდნელად ბავშვი წყალში გაუჩინარდა. ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად ტბაში მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

წყარო: ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×