რეზონანსი
08.07.2022

თიბისის პროგნოზით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 10%-ზე დაბალი იქნება. ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაცია, როგორც გამოწვევა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია შემცირდება რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება, ეს კი ლარში საპროცენტო განაკვეთის დაწევას გამოიწვევს.

„კარგი რაც შეიძლება ითქვას, ბოლო თვის ინფლაცია 13%-ს ჩამოცდა. „თიბისის" მოლოდინით, ინფლაცია წლის ბოლომდე 10%-ს უნდა ჩამოცდეს. ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ რეფინანსირების განაკვეთს ბოლო 12-18 თვის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ლოგიკურია ის, რომ როგორც კი ინფლაციის ტრენდი შემცირებისკენ შეიცვლება, მომავალი 12-18 თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება. ეს ირიბად ზეგავლენას მოახდენს ლარში საპროცენტო განაკვეთზე და ის შემცირდება", - განმარტა „თიბისის" გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, ივნისის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონე ქვეყანაში 12.8%-ია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×