რეზონანსი
08.07.2022

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, - ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს დატოვა. პრემიერის პოსტი მეორე ვადით 2012 წელს დაიკავა და 2020 წლამდე იმსახურა, ვიდრე თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×