რეზონანსი
27.07.2022

ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც ინტერპოლი 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ეძებდა და თავს საქართველოს აფარებდა, მკაცრი რეჟიმის ციხეშია გადაყვანილი, ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. შეპარდი სასჯელს ყველაზე სასტიკ მკვლელებთან ერთად იხდის.

შემთხვევა 2015 წელს, ლონდონში მოხდა. ჯეკ შეპარდმა გაცნობის საიტზე შარლოტა ბრაუნი გაიცნო, პირველივე პაემანზე მან გოგონა კატერით გასასეირნებლად მდინარე ტემზაზე დაპატიჟა. თავად შეპარდი იხსენებს, რომ ცოტა ხნით საჭე ბრაუნს დაუთმო, რადგან თავად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. კატერი მდინარეში ნარჩენებს შეეჯახა და ამობრუნდა, შეპარდმა გადარჩენა შეძლო, თუმცა ბრაუნის საშველად არაფერი გაუკეთებია. 24 წლის გოგო მდინარიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. 

სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეპარდი საქართველოში, 6 თვის განმავლობაში იმალებოდა, თუმცა საბოლოოდ, ის სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

ჯეკ შეპარდთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მთელ დღეებს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოლოდინში ატარებს, ამასთან, ცდილობს, თანამესაკნეებთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×