რეზონანსი
27.07.2022

„რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან: 

1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა. 

 2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს - ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება. 

3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა. არ გვინდა თქვენი გადმოგდებული არც დიდი და არც პატარა ძვალი - ქართველ ხალხს გვინდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძელით, არც გიცდიათ. თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა პროგრესი, რომ თითოეულ ოჯახს მინიმალური შემოსავლის სახით 1000-1500$ ჰქონდეს.  თქვენივე დანაპირებით, ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა მომხდარიყო. ქართულ საზოგადოებას თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა.       

მოგიწოდებთ, უბრძანოთ თქვენს მდივნებს, შეასრულონ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და წელსვე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თორემ თქვენს წერილშიც ჩანს, გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა, რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×