რეზონანსი
27.07.2022

თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტზე - ბექა კვაჭანტირაძე ბელორუსის მოქალაქეს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

აქტივისტი ამტკიცებს, რომ თავდასხმა მასზე  გუშინ გვიან ღამით თბილისის ცენტრში მოხდა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ  ეროვნებით რუსი ბელორუსის მოქალაქე მას ჯერ აედევნა, შემდეგ კი აგრესიაზე გადავიდა და იარაღით ემუქრებოდა.

ბექა კვაჭანტირაძემ მთავარ სამმართველოში ჩვენება უკვე მისცა, პოლიცია კითხავს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც. 

უხამსი წინადადებებით და სიტყვებით მოვიდა ჩემთან. იყო ეპითეტები მათ შორის მაგ (სექსუალური შევიწროების) კუთხითაც.  ჰქონდა პრეტენზია, ქართულად რატომ ვსაუბრობდი. ახლო დისტანციაზე რომ მოვიდა, ხელით ვუბიძგე. მან ჩანთისკენ წაიღო ხელი, თითქოს იარაღს იღებდა და მეუბნება რუსულად - "დაგხვრეტო". პოლიციის თანდასწრებიდაც აგრძელებდა გინებას და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას. არ მოსწონდა, რომ საჯარო სივრცეში მის სახეს ვიღებდი. 

აღნიშნული პირი, ბელორუსის მოქალაქე, ეთნიკურად რუსი, ვლადიმერ მედვედევი აღმოჩნდა, ის პოლიციას ატყუებდა, რომ უკრაინელი იყო" - ამბობს კვაჭანტირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×