რეზონანსი
27.07.2022

ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდა ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილის მომგვრელი ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ასევე აჩვენებს მათ განზრახვას, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

„მათი განზრახვა არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანაა რადიკალურად განსხვავებული. გვინდა, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო ფორმატში, საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესები თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით და თორმეტივე პუნქტი შესრულდება პირნათლად.

არსებობს ინსტიტუტები, პირველ რიგში პარლამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი შესაბამისი რეფორმების უმეტესობის გატარებაზე. ეს არის სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული და ა.შ. ძირითადად აქ საუბარია კანონპროექტების შემუშავებაზე და მიღებაზე. ეს არის პარლამენტის ფუნქცია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მთლიანად ეს პროცესი. როდესაც იგეგმება პარალელური პროცესი, ეს არის რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია და მიზანი არის იმ პროცესის დისკრედიტირება, რომელიც ოფიციალურ ფორმატში წარიმართება და ეს არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, როდესაც შენ არ აღიარებ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, პარლამენტს, ქმნი შენ ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის კონტრპროდუქტიული მოვლენა და აჩვენებს მათ განზრახვას, ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი და მაქსიმუმს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×