რეზონანსი
04.08.2022

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია არავის შეზღუდვას, მით უფრო, უფლებრივ ნაწილში, არ აპირებს.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, მარწუხებში მოექცნენ, რადგან „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების თქმით, „არცერთ ქვეყანაში მესამე სექტორს იმდენი უფლება არ აქვს, როგორც საქართველოში".

მდინარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ უფლებრივი გაუმჯობესება ყველაზე ხელშესახები და თვალშისაცემია.

„ჩვენი მხრიდან მსგავსი არ გახმოვანებულა, ასეთ საკითხებზე არ გვიმსჯელია. რაც კი გახმოვანდება, მათი გამოგონილი დღის წესრიგის ნაწილი იქნება. არცერთ ნაწილში არავის შეზღუდავს არ ვაპირებთ, მითუმეტეს, უფლებრივ ნაწილში. 2012 წლის შემდეგ თუ რაიმე გაუმჯობესებაა თვალშისაცემი, მათ შორის უფლებრივი გაუმჯობესება არის ყველაზე ხელშესახები, თვალშისაცემი. ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე თუ ვინმეს დასკვნა შეუძლია გააკეთოს, რომ პირიქით ხდება, ეს მხოლოდ მოგონილი დღის წესრიგის ნაწილი შეიძლება იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×