რეზონანსი
04.08.2022

"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ - ისინი ამჯერად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრნენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით შეხვედრაზე განიხილეს შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები.

"დღეს იმერეთში გვაქვს შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლებთან, ჩვენი პარტიის წევრებთან, საკრებულოს წევრებთან, მერებთან და ვსაუბრობთ ამ შემთხვევაშიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გასული თვეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გვაქვს საუბარი სამომავლო გეგმებზე, იმ გეგმებზე, რომლების უკავშირდება ხელისუფლების საქმიანობას და ჩვენს პარტიულ ამოცანებს," - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეხვედრებზე ხდება აზრების გაზიარება პარტიულ მენეჯმენტზე და სამომავლო გეგმებზე.

"მეტი კომუნიკაცია პარტიულ აქტივთან, რეგულარული კომუნიკაცია და მათ შორის ძალიან ბევრი აზრის გაზიარება, რაც ხდება ეს ძალიან პოზიტიური ამბავია, ყველა შეხვედრაზე გამონაკლისის გარდა. ჩვენ ვცვლით აზრებს ერთმანეთში, პარტიულ მენეჯმენტზე და გეგმებზე ვსაუბრობთ, ამ პროცესში მათი ასეთი ჩართულობა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს პარტიული გეგმები კიდევ და კიდევ უფრო გაუმჯობესდება, დინამიკა უფრო მეტი იქნება," - თქვა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×