რეზონანსი
04.08.2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიულ შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივი შეთანხმების ყველა დებულების დაცვის აუცილებლობას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და შეშფოთებულნი ვართ სიტუაციის გაუარესების გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავშეკავება გამოიჩინონ და რაც მთავარია, სამმხრივი განცხადების ყველა დებულება შესრულდეს", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×