რეზონანსი
04.08.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთში რეზერვის დაგროვება ცხადყოფს, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს და იგი ორგანიზაციიდან გარიცხოს.

„რუსეთს ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, ის ახლა არ დააგროვებდა თავის რეზერვს უკრაინის სამხრეთში და არ შექმნიდა მოკლული უდანაშაულო ადამიანების მასობრივ საფლავებს უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტერორისტები ჩვენს მიწაზე, ჩვენ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია უკრაინის ინტერესებზე და მივაღწიოთ უკრაინის წარმატებას და გამარჯვებას", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×