რეზონანსი
04.08.2022

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ დღეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.

„დღეს ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრინერს პატიმრობა მიუსაჯეს, რაც კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთმა არაკანონიერად დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ბრიტნი გრინერი და პოლ უილანი, რუსეთში დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი, შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მალე დააბრუნონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×