რეზონანსი
04.08.2022

ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80-იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს.

„საელჩოდან (თავად იცით რომელი) ახალი მეტოდიჩკა მიიღეს ენჯეოებმა და მედიამ. ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის. მოახდინონ სისხლისღვრის ინსპირირება რასაც შეიძლება მოჰყვეს ომი. პირდაპირ ომში ჩათრევა არ გამოვიდა და ტაქტიკა შეცვალეს. ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს აფხაზებთან და ოსებთან. უბრალოდ ახლა პროპაგანდის მეტი საშუალება აქვთ ტოქსიკური ტელეარხების სახით", - წერს ჭოტორლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×