რეზონანსი
04.08.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კიევს დანებებას და მათ მიერ შეთავაზებული „მშვიდობის" მიღებას სთავაზობს.

უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთისთვის მოლაპარაკება არის, როდესაც უკრაინელებს „ხელ-ფეხს შეუკრავენ და ენას ამოგლეჯენ", შემდეგ მოსკოვი მზადაა სალაპარაკოდ.

მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ ულტიმატუმების ენით საუბრობს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ეს ომი არ დაუწყია, თუმცა აუცილებლად დაასრულებს.

„ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და სამწუხაროდ, ძალიან სისხლიანი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ მოიძებნება სხვა სახელმწიფოს ლიდერი, რომლისთვისაც მას არ მიუმართავს, არ უცნობებია რუსეთისგან მომავალი საფრთხის შესახებ და რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის შესახებ, რათა ომის პრევენცია მომხდარიყო.

„მე ბევრი რამისთვის ვიყავი მზად. მე პუტინს ვურეკავდი. დავურეკე რამდენჯერმე. რუსები მუდამ პოულობდნენ მიზეზს, რომ ეს დიალოგი არ შემდგარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი 24 თებერვალს ჩვენს მიწაზე მოვიდნენ ჩვენს მოსაკლავად, აწამებდნენ ადამიანებს... ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა?! ისევ დამერეკა?!", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი არის ტერორისტი და მასთან დიალოგი შეუძლებელია.

„ისინი მუდამ საუბრობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ეს სიცრუეა. რა დიალოგია ეს? ისინი ჩვენ ხელ-ფეხს გვიკრავენ. ენას ამოგვაგლეჯენ და შემდეგ მზად არიან სალაპარაკოდ. ეს არ არის დიალოგი. ის ტერორისტია, რომელიც ძალას გრძნობს და ადამიანის სიცოცხლის მიმართ დაუნდობელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×