რეზონანსი
05.08.2022

"სენტა პეტროლიუმის“ დირექტორი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ ე.წ არაბრენდირებულ, მცირე და საშუალო ზომის ქსელებში ბენზინის ფასი, დაახლოებით, 20-30 თეთრით შემცირდა და 3 ლარის ფარგლებში მერყეობს; რაც შეეხება დიზელს, ფასის კლება 30-40 თეთრის ფარგლებშია და საშუალოდ, 4.10 ლარის ფარგლებში მერყეობს.

bmg-სთან ინტერვიუში ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე თურქმენეთიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე მოგვარებულია დიზელის დეფიციტის თემაც.

“საერთაშორისო ბაზარზე ფასების მხრივ დიდი ცვლილებაა; ეს კარგი ფაქტორია გაიაფებისთვის და ლარის კურსიც შესამჩნევად გამყარდა; შესაბამისად, დაწყებულია ფასების შემცირება და ეს სახეზეა. ზოგიერთი ბენზინ გასამართ სადგურზე უკვე არის ბენზინის ფასი 3 ლარის ფარგლებში. კლება არის 20-30 თეთრი. დიზელზეც შემცირდა, დაახლოებით, 30-40 თეთრით და დღეისთვის 4.10 ლარი ღირს.

ეს ტენდენცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება საბითუმო ბაზარზე ფასები კლება; შესაბამისად, თუ გაგრძელდა, ჩვენ უნდა ველოდოთ ფასების კლებას.

დეფიციტის თემაში დადებითი როლი ითამაშა თურქმენეთიდან შემოტანილმა დიზელმა. საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაეცა, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა თურქმენეთიდან შემოტანაც და დღესდღეობიღთ ის დეფიციტი რაც 1 თვის წინ შეიმჩნეოდა, აღარ არის, როცა დეფიციტი არ არის ფასები მიყვება ბაზარს", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი ივნისის დასაწყისიდან მცირდება. გუშინ კი ენერგეტიკულ ბირჟაზე ვარდნის მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა - ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 3%-ით, 93-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა; WTI Crude-ის ღირებულება კი 88 დოლარამდეა შემცირებული.

საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასი ახლა უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე ბარელი Brent-ის ფასი 94 დოლარი იყო; ხოლო WTI-ის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა.

ნავთობის ფასების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა, აღნიშნულ ნარატივს კი განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, ხოლო პოზიტიური პროგნოზი ანალიტიკოსებს არც მეორე ნახევართან მიმართებით არ აქვთ.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×