რეზონანსი
06.08.2022

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სამხრეთ კორეაში ვიზიტის გამო ვაშინგტონს შესაბამისი შედეგებით ემუქრება.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჩო იო სამამ ისაუბრა.

მან აშშ ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში წინააღმდეგობის ატმოსფეროს გასაღვივებლად ჩავიდა. მან პელოსის საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უმსხვილესი გამანადგურებელი უწოდა.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა ჩინელი ხალხის რისხვა გამოიწვია ტაივანში ვიზიტის გამო, მანამდე კი მან "ანტირუსული დაპირისპირების ატმოსფერო" გაამწვავა მიმდინარე წლის აპრილში უკრაინაში ვიზიტით. საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს „პასუხი აგოს", პელოსის მიერ ვითარების გამწვავებაზე, სადაც კი ის ჩადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×