რეზონანსი
06.08.2022

აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუხსნელია პრეზიდენტის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ორი არჩევნები, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია და ცალსახად ასეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს.

„აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. „ქართული ოცნება" იმსჯელებს როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ, სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა და ნეიტრალურობა დაკარგა.

„ყველა გადაწყვეტილებას უნდა გააჩნდეს რაციონალური ახსნა. ეს ახსნა თუ არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ლოგიკურად მიგვაჩნია.

ის კანდიდატი, ვინც ასრულებდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, არამარტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, მან კონკრეტული ტესტი გაიარა; საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ პირდაპირ იყო აღიარებული როგორც მაღალი სტანდარტით ჩატარებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მართული არჩევნები.

ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა, ნეიტრალურობა, სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×