რეზონანსი
09.08.2022

ტაქსის მძღოლმა თბილისში 2 არასრულწლოვანი გაიტაცა. როგორც "TIA.GE"-ს ერთ-ერთი გოგოს ოჯახის ახლობელმა ექსკლუზიურად განუცხადა, შემთხვევა "თბილისის ზღვის" ტერიტორიაზე მოხდა.

"2 გოგო იმყოფებოდა "თბილისის ზღვაზე" თემქის მხრიდან. მზემ რომ ძალიან დააჭირა, ერთ-ერთი კომპანიის ტაქსი გამოიძახეს. ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, ბავშვები ჩაისვა და გზაში მისი მეგობარი მამაკაციც დაუმატებია. გოგოები შეშინდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ გადაუხვია გზიდან. მძღოლის მეგობარი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. გზაში რაღაცებს ეუბნებოდნენ, მოგიტაცეთო. ტაქსმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა ბავშვები. ერთ-ერთმა მშობლებთან დაკავშირება მოახერხა, საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. გოგოებს გარეუბანში მიაგნეს. ორივე მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა", - განუცხადა "TIA.GE"-ს ოჯახის ახლობელმა.

გოგოებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. მათ ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

მამაკაცები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათ პოლიცია თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედევება.

წყარო: „tia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×