რეზონანსი
13.08.2022

ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ხვალ, მშობლიურ სოფელ მზიანში დაკრძალავენ.

38 წლის ქალი გუშინ ყოფილმა მეუღლემ ჯერ სასტიკად აწამა და მერე მცირეწლოვანი შვილის წინ კუსტარულად დამზადებული ე.წ. სპიცით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ოზურგეთში, ლესელიძეს ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა და აღნიშნულის გამო სასჯელსაც იხდიდა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელი, პოლიციის განყოფილებაში ფაქტის შემსწრე მცირეწლოვან შვილთან ერთად თავად გამოცხადდა და სავარაუდოდ, აღიარებითი ჩვენება მისცა. დამნაშავეს, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში ბრალს წარუდგენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×