რეზონანსი
26.09.2022

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ზემო ლარ­სის სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტთან გა­მო­ჩე­ნი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა.

ეფ-ეს-ბეს ცნო­ბით, BTR-ების სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან გა­მო­ჩე­ნა უკავ­შირ­დე­ბა საფრ­თხეს, რომ სა­ზღვარ­თან, გრძელ რიგ­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ გა­და­წყვი­ტონ მა­სობ­რი­ვად, კონ­ტრო­ლის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში შეღ­წე­ვა.

"ჯავ­შან­ტექ­ნი­კა იქ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან არა ბლოკ - პოს­ტის მო­სა­წყო­ბად, არა­მედ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ქვეყ­ნი­დან გას­ვლის მსურ­ვე­ლი რე­ზერ­ვის­ტე­ბი გა­და­წყვე­ტენ, სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის გარ­ღვე­ვას და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბის გა­რე­შე, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას და რუ­სე­თის ასე და­ტო­ვე­ბას. მხო­ლოდ ეს მი­ზა­ნი გვაქვს, არა­ვი­თა­რი ბლოკ-პოს­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა. სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი მუ­შა­ობს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ქვეყ­ნი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ მოქ­მე­დებს", - აც­ნო­ბა რუ­სულ სა­ა­გენ­ტო РБК -ს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ეფ-ეს-ბეს სა­სა­ზღვრო გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მა­ნამ­დე თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეწყო­ბო­და ზემო ლარსთან რუ­სე­თის მხა­რეს ბლოკ-პოს­ტი და რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლის მსურ­ველ მამ­რო­ბი­თი სქე­სის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ამ ეტაპ­ზე ეს ინ­ფორ­მა­ცია არ დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ზღვრის ჩა­კეტვის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბე­ბი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×