რეზონანსი
26.09.2022

რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი უფლებამოსილია კანდიდატებს მოუსმინოს 14 დღის განმავლობაში, ეს არის საორიენტაციო ვადა და არა სავალდებულო და მკაცრი დოგმა, რომ ამის იქით არ შეიძლება მოსმენა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების არჩევის ვადები არ დარღვეულა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გვქონდა შეხვედრაც, ჩვენთვის დღეს პრიორიტეტულია 12- პუნქტიანი გეგმა, ამიტომ ჩვენ აქ ვხელმძღვანელობთ იმით, რომ ეს არ არის სავალდებულო მოთხოვნა, პირდაპირ წერია რეგლამენტში, რომ შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში მოხდეს განხილვა, შესაძლებელია არ მოხდეს. არავითარი ვადა აქ არ ირღვევა, გაუგებარია, თუ ვინმემ ასეთი განცხადება გააკეთა, ამიტომ ჩვენ ჩავნიშნავთ კომიტეტის სხდომას, დავიწყეთ კანდიდატებთან კომუნიკაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო და მათ ვთხოვეთ დაიწყონ ამ დოკუმენტაციის შეგროვება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვექნება კიდევ კომუნიკაცია, შევჯერდებით და ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით,"- განავხადა ოხანაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, თამთა წვერაიძის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიეღო, რა ვადის ათვლაც 6 სექტემბრიდან დაიწყო. საკითხს გამოეხმაურა ISFED და პარლამენტს მოუწოდა დროულად შეავსოს ცესკო- ში არსებული ვაკანსიები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×