რეზონანსი
30.09.2022

ოპოზიციური ჯგუფების მთელი რიგი ლიდერები ხშირად შემჩნეული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამის დასტურია გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც აშშ-ს ელჩის განცხადებითვე, საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქ მარტივ მანიპულაციასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რომ კონკრეტული პირი ოპოზიციური ჯგუფიდან გამოვა და იტყვის რაღაცას, დეზინფორმაციას. არის სწორება იმაზე, რომ ხალხში გაღვივდეს უკმაყოფილების განცდა, იქნება როგორღაც ხალხის უკმაყოფილება გაზარდონ, იქნება როგორღაც ხალხში გააჩინონ განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს, თუმცა ყოველ ჯერზე მათ ამ ტყუილს მათივე ტყუილში მხილება მოჰყვება ხოლმე. ეს იყო უკვე დღეს ელჩის განცხადებაც, რომელმაც პრაქტიკულად ეს ადამიანი ტყუილში ამხილა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ამ ადამიანის განცხადებები ბოლო პერიოდში მიმართულია სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ეს ადამიანი ცდილობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტად „ნაციონალი" იყოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია.

მანამდე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×