რეზონანსი
30.09.2022

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებით მომდევნო წელს უფრო უკეთესი მოლოდინია, ვიდრე მიმდინარე წელს იყო.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის ის ფასი, რომელსაც ყველა იხდის იმაში, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„ინფლაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოს ეკონომიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. იცით, რომ ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება ფაქტობრივად ევროკავშირის დიდ ეკონომიკებშიც, არ მაქვს საუბარი პატარა ეკონომიკაზე, სადაც 20% და 22%-იან დონეზეა ინფლაციის მაჩვენებელი, დიდ ეკონომიკაშიც 10%-ზე მაღალია. ბუნებრივია, სურსათის, საწვავის და ა.შ. ფასების ეფექტი საქართველოზეც აისახება. საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხდით იმაში, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ომს აწარმოებს. შესაბამისად, ეს მოცემულობა აისახება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებზე. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, უკვე მომდევნო წელს გვაქვს შედარებით უფრო უკეთესი მოლოდინი, ვიდრე მიმდინარე წელს იყო. პროგნოზით, მომდევნო წლის მეორე კვარტლის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელი უნდა დაუახლოვდეს სამიზნე მაჩვენებელს, საუბარია ყოველთვიურ ინფლაციაზე. 3%-თან უნდა იყოს ახლოს არსებული პროგნოზებით, ხოლო რაც შეეხება საშუალო წლიურ ინფლაციას, ბუნებრივია, 3%-ზე მაღალი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველ ნახევარში უფრო მაღალი იქნება ინფლაცია, ვიდრე წლის მეორე ნახევარში",-განაცხადა ხუციშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×