რეზონანსი
01.10.2022

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა საკუთარ პოზიციას უნდა გადახედონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხი ახლა უკრაინაში წყდება.

“ევროატლანტიკური სივრცის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე”, - აღნიშნა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, ვითარება ძირეულად შეიცვალა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა უკრაინის ნატო-ში წევრობაზე საკუთარი პოზიცია უნდა გადახედონ. მაგალითად მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მოიყვანა.

“საბოლოო ჯამში, ამ განაცხადმა პოლიტიკური პროცესის დინამიკა და ლოგიკა შეცვალა და ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი. ახლანდელი განაცხადიც ცვლის პროცესის ლოგიკასა და დინამიკას”, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბურთი ახლა ნატო-ს მოედანზეა და თუ ალიანსი განსაზღვრავს ნაბიჯების სიას, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად, უკრაინა მზადაა ისინი შეასრულოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×