რეზონანსი
02.10.2022

უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NBC-ს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივანმა ალიანსში დაჩქარებული წევრობის შესახებ უკრაინის განაცხადის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული, 30-ვე მოკავშირე უნდა დათანხმდეს ასეთ გადაწყვეტილებას".

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს გამოძიებას „ჩრდილოეთი ნაკადის" მილსადენების აშკარა დივერსიის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×