რეზონანსი
02.10.2022

პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ირანში 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პოლიციელი. შემთხვევა ქალაქ ზაჰედანში მოხდა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელები მლოცველებს შორის იმალებოდნენ და შეტევის დასაწყებად შესაფერის მომენტს არჩევდნენ.

ამ დროისთვის, უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 52-ია. ასობით ადამიანი დაშავდა, ათასობით კი დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×