
დიახ, აქციაზე სხვადასხვა გზით მოვედით. რა, პრობლემაა ეს, - ამის შესახებ „ქრონიკას" „ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მან თავი აარიდა კითხვაზე პასუხს, თუ რატომ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აღნიშნულ აქციაზე ერთად.
მისივე თქმით, აქცია სწორედ იმას ემსახურება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოხატონ.
„რა მოხდება, როგორ მოხდება, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა მე არ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს რეალობას თვალს გაუსწორებენ, მაგრამ თუ არ გაუსწორებენ, მრავალჯერ გავიმეორებ - ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება", - განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა „ქართული ოცნების" ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.