რეზონანსი
07.12.2022

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, მთელი ერი, მთელი საზოგადოება მთავრობასთან ერთად გავერთიანდით და ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე. იქამდე ჩვენ დავეხმარეთ უკრაინელ დევნილებს, ლტოლვილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„უკრაინელი ბავშვები აქ იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომელიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა უნდა ამ დახმარებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამაზე ნათლად, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ როგორ მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×