რეზონანსი
25.01.2023

22 იან­ვარს თბი­ლის­ში, ლი­ლო­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ავა­რი­ას 17 წლის მა­რი­ამ ბა­და­ლაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრომ­დე მძი­მეა მა­რი­ა­მის სამი მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, ამ ავა­რი­ის დროს და­შავ­დნენ. ისი­ნი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, ორი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ გო­გო­ნე­ბი გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, როცა დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა მათ შე­ე­ჯა­ხა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან 19 წლის ბიჭი იჯდა და "დრიფ­ტა­ობ­და", რა დრო­საც მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნებს და­ე­ჯა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­რი­ა­მი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას დე­ი­დამ, მა­რი­ამ თო­ღუ­ზაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამს და­უ­კავ­შირ­და და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა:

"ჩვე­ნი 17 წლის მა­რი­ა­მი სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც 19 წლის ბი­ჭის თა­ვაშ­ვე­ბულ და თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ "დრიფ­ტა­ო­ბას" შე­ე­წი­რა. მა­რი­ა­მი და მისი სამი მე­გო­ბა­რი სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ამ დროს გა­მო­ვარ­და მან­ქა­ნა, მძღოლ­მა და­აბზრი­ა­ლა მან­ქა­ნა და გო­გო­ნებს მთე­ლი ძა­ლით შე­მო­არ­ტყა ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა მხა­რე. ჩვე­ნი მა­რი­ა­მი სას­ტი­კად და­ლე­წა, ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ის სამი გო­გო­ნაც. სჭირ­დე­ბათ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი.

არა­ვის არ უნდა მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, რომ ეს საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხოს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ბიჭი თბი­ლი­სის ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის შვი­ლია და არ მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხოს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთ ჯგუფ­ში - "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს", და­ი­წე­რა მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე, თვითმხილ­ვე­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, რა უბე­დუ­რე­ბა და­ატ­რი­ა­ლა მკვლელ­მა იქ და უცებ გა­მოჩ­ნდნენ ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს დამ­ნა­შა­ვის დაც­ვა. თურ­მე მძღო­ლია ცოდ­ვა და და­ღუ­პუ­ლი მა­რი­ა­მი - მე­ო­რეხა­რის­ხო­ვა­ნი. რა გვჭირს ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მკვლე­ლებ­ზე ვა­ფა­ნა­ტებთ და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არ გვე­ცო­დე­ბა, გა­დავგვარ­დით ადა­მი­ა­ნე­ბი? უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი შე­ი­წი­რა და თურ­მე, პა­სუ­ხიც არ უნდა აგოს. უფრო შორს წა­ვი­და მათი ტყუ­ი­ლე­ბი და ამ ჯგუფ­ში ისიც და­ი­წე­რა, თით­ქოს მა­რი­ა­მი იჯდა სა­ჭეს­თან, რაც სიცრუეა.

მა­რი­ა­მი ცხოვ­რე­ბა­ში არ მჯდა­რა მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან, ჩვე­ნი ციმ­ცი­მა მა­რი­ა­მი და მისი სამი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა გად­მო­დი­ო­და გზა­ზე, რომ ტრან­სპორ­ტში ასუ­ლიყ­ვნენ და ამ დროს შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა ბავ­შვებს. პო­ლი­ცი­ამ ამო­ი­ღო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ჩანს ვი­დე­ო­ში, ბავ­შვე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ გზა­ზე და ამ დროს 19 წლის ბიჭი, ვი­ღაც გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ზის სა­ჭეს­თან, მო­დის დიდი სიჩ­ქა­რით, ირ­გვლივ სა­ში­ნელ ბუღს აყე­ნებს, "დრიფ­ტა­ობს", ატ­რი­ა­ლებს მან­ქა­ნას და ეჯა­ხე­ბა გო­გო­ნებს. ამ ვი­დე­ო­კად­რე­ბის ყუ­რე­ბი­სას ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ მძღო­ლი არის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გაზს ფეხს არ უშ­ვებს, კი­დევ უფრო მე­ტად აჭერს, რომ და­ატ­რი­ა­ლოს მან­ქა­ნა. მა­რი­ა­მზე მოხ­და ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა და ბავ­შვი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა... შემთხვევის ადგილის ფოტოები გადმომიგზავნეს, შემზარავი კადრებია, ხის ძირას გდია მარიამი.

22 იანვარს, კვირას, დღის 3 საათზე დატრიალდა ეს საშინელება. მარიამი ჩემი დეიდაშვილის შვილია, დედამ დატოვა მძინარე, სახლში, თვითონ კლინიკაში მუშაობს და სამსახურში წავიდა. შვილი არ გაუღვიძებია, აბიტურიენტი იყო მარიამი, მთელი ღამე მეცადინეობდა, იურისტობაზე ოცნებობდა. ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის. მთელი ღამე უმეცადინია...

დედამისი მორიგე იყო და რომ წასულა საავადმყოფოში, ბავშვისთვის წერილი დაუტოვებია. დაუწერია წერილში, ხელოსანი მოვა და არ გახვიდე სახლიდანო. ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მარიამს და მის მეგობარ გოგონებს უფიქრიათ რადგან კვირა დღე იყო, ლილოში, საჩუქრის საყიდლად წასულიყვნენ. ოთხივე ერთად წავიდნენ ლილოს ბაზრობაზე. იმ დღეს "ლილო არენაზე" ფესტივალი ტარდებოდა და საჩუქრის ყიდვის შემდეგ იქ გადასულან. იქიდან ბრუნდებოდნენ ბავშვები, ტრანსპორტში უნდა ასულიყვნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.

ძალიან ცუდად არიან, როგორც ვიცი, მარიამის მეგობარი გოგონებიც. პირველი დარტყმა მარიამმა მიიღო, მერე სხვებმა. სამძიმარზე იყო მოსული ერთ-ერთის დედა, მას ვესაუბრე, მითხრა, ჩემს შვილს მძიმე ტვინის შერყევა აქვს, მენჯის ძვალი აქვს ჩალეწილი და ხელი აქვს დაზიანებული, კიდევ ერთ გოგონას ხერხემალი დაუზიანდაო, დაშავებულია ყველა. ორი რეანიმაციაშია. ასე დაღუპა და გააუბედურა ოჯახი.

მარიამის მშობლები საშინელ დღეში არიან. ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო მოგვიკლეს. ერთი და ჰყავს, უფროსი, რომელიც ფეხმძიმეა, შვილს ელოდება, დღედღეზე უნდა იმშობიაროს და ამხელა სტრესის და ტკივილის ქვეშ აღმოჩნდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ ტკივილს", - .

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×