რეზონანსი
05.02.2023

"დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ ერთ მტერს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით მიმართვისას ისაუბრა, რომელიც ოფიციალურად ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან... "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის გაჭირვების და სიღატაკის მტერი, - ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, "დღეს ვართ ისტორიის გზაგასაყარზე - ჩვენი ისტორიული ოჯახი ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი მკვლელი ბოროტი რუსეთი".

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში სრული, აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენს მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, ნაციონალური მოძრაობა გიბრუნდებათ თქვენ, - მიმართა ხაბეიშვილმა პარტიის წევრებს.

ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხიელ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "უკვე შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე".

მისივე თქმით, "უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი-არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×