რეზონანსი
05.02.2023

სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო, - ამის შესახებ პარლამენტს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი „საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და ასევე, გამოცემა „ეკონომისტის" კვლევის შედეგებზე გააკეთა.

„ვლინდება ის, რომ სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში უნდა ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო - ხელისუფლების მიტაცება, ოლიგარქიზაცია, კლეპტოკრატია და ასე შემდეგ, სხვა ეს ტერმინები. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ ხელისუფლების მიუღებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წინა წელთან შედარებით ,საქართველოს შეფასება კორუფციის აღქმის ინდექსში გაუმჯობესდა. ქვეყანა მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან მისი თანაბარი შედეგი აქვს. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის" სახეს იღებს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×