რეზონანსი
05.02.2023

„იმედის კვირა" გია ცაგარეიშვილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ საქართველოს საქართველოში კორუფციის შესახებ სათავო ოფისისგან განსხვავებულ შეფასებაზე ესაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურს მიმართა.

„ეტყობა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო ამ ორგანიზაციისთვის. მომენტალურად დაიწყეს ამის გადაფუთვა და შემდეგ თავიანთი ვარიანტი შეასახეს საზოგადოებას, რომ თურმე კლეპტოკრატიული მმართველობაა ქვეყანაში. ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში? და კეზერაშვილი 1 დღეში რომ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა და მილიონერი გახდა ესეც კლეპტოკრატია არ იყო? რა იყო და რა არის კლეპტოკრატია?" - ამბობს ცაგარეიშვილი.

წინა წელთან შედარებით ,საქართველოს შეფასება კორუფციის აღქმის ინდექსში გაუმჯობესდა. ქვეყანა მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან მისი თანაბარი შედეგი აქვს. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის" სახეს იღებს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×