რეზონანსი
06.06.2023

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დო. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 31 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლია. იგი მე­უღ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ და­შორ­და. გარ­დაც­ვლილს 11 წლის გო­გო­ნა დარ­ჩა.

"მარი ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ლაღი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, გვერ­დში დგო­მა იცო­და. შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვნა­ხეთ, არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ჩვენც შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით" - გვიყ­ვე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მა­რი­ტა­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნა თო­კით გა­გუ­და. მე­ო­რე დღეს კი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და ხევ­ში გა­და­ა­გო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ლ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. თო­კით გა­გუ­და. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი, მე­ო­რე დღეს ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და ხევ­ში გა­და­ა­გო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ლ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×